სპეცოპერაცია

შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქე, 1956 წელს დაბადებული ივანე კ. დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს გუშინ, ყაზბეგის გამზირზე მის მიერ ნაქირავებ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონესთან, 1958 წელს დაბადებულ გენადი ლ-სთან, თანხასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. შსს-ს განცხადებით, დაკავებულმა გენადი ლ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული ჯიხურში ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. სამართალდამცველებმა 15-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, მისი განიარაღება შეძლეს და ადგილზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები