გრიპი

მოხუცთა თავშესაფარში 5 ადამიანი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა

სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლის 5 ბინადრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მწვავე რესპირატორული ინფექცია გახდა. კიდევ 3 ბენეფიციარი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ერთი გარდაცვლილი დაავადებული იყო A ტიპის H1N3 გრიპის ვირუსით.

"ეს არის ჩვეულებრივი გრიპი, ხოლო რასაც ვეძახით ე.წ. ღორის გრიპს, H1N1-ს, ეს ლაბორატორიულად აღმოჩენილი არ არის. ერთ-ერთი გარდაცვლილი დაავადებული იყო H1N3 ტიპის ჩვეულებრივი გრიპის ვირუსით, თუმცა, გახდა თუ არა ეს გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს", - განუცხადა ტაბულას ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, სხვა პაციენტების ვირუსის ტიპი ლაბორატორიულად დადგენილი არ არის. არსებული ინფორმაციით, მათ აქვთ მწვავე რესპირატორული ინფექცია.

 

კომენტარები