არეულობა უკრაინაში

შულცი: უკრაინის მთავრობამ თითქმის მთელი თავისი ლეგიტიმურობა დაკარგა

abcnews.al

უკრაინის მთავრობამ თითქმის მთელი თავისი ლეგიტიმურობა დაკარგა - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განაცხადა.

შულცის განცხადებით უკრაინაში მიმდინარე შეტაკებებისა და მსხვერპლის ფონზე, უკრაინის მთავრობამ თითქმის დაკარგა ლეგიტიმაცია და უნდა შეწყვიტოს ეს სისხლისღვრა.

”ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დაუყოვნებლივი მუქარა, იმის თაობაზე რომ ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინას სოლიდური სანქციები დაეკისრება. სიტუაციის მშვიდობიანად განმუხტვის შემთხვევაში ჩვენ სოლიდური ფინანსური დახმარება დაგვჭირდება. უკრაინელი ხალხი ყველანაირ დახმარებას იმსახურებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბის დასასრული მათ მხარეს იქნება” - განაცხადა შულცმა.

 ბოლო ინფორმაციით, 18-19 თებერვლის არეულობის შედეგად 26 ადამიანია დაღუპული, მათ შორის, 10 პოლიციელი. სამართალდამცავების გარდა, მძიმედ არიან დაშავებული ევრომაიდნის აქტივისტები.

კომენტარები