სოლიდარობის აქცია

ჟურნალისტებმა უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გამართეს

ქართველმა ჟურნალისტებმა უკრაინის საელჩოსთან აქცია გამართეს. აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა. მათ სოლიდარობა ევრომაიდანზე შეკრებილ უკრაინელ მომიტინგეებს გამოუცხადეს.

საპროტესტო აქციები კიევში ნოემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა. 20 თებერვლის მონაცემებით, CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიევში დაღუპულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია.

კომენტარები