არეულობა უკრაინაში

უკრაინაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

უკრაინაში პროტესტის მონაწილეებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკების შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ გაცემულ ბრძანებაშია აღნიშნული, 22 და 23 თებერვალს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები, არ გაიმართება გასართობი ღონისძიებები და სპორტული შეჯიბრებები ამასთან, მაიდანზე გუშინ დაღუპული აქტივისტების გამოსამშვიდობებელი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა.

უკრაინაში 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად, სულ მცირე, 77 ადამიანია დაღუპული.

კომენტარები