ინციდენტი გარდაბანში

შსს-მ გარდაბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ორი პირი დააკავა

interpressnews.ge

გარდაბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა ინტერპრესნიუსს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ორი პირი, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

გიორგობიანს დაკავებულების პარტიულ კუთვნილებაზე ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, მომხდარის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ყრილობის დასრულების შემდეგ დაკითხავენ.

ცნობისთვის, გარდაბანში ნაციონალური მოძრაობის კონფერენციის დაწყებამდე პარტიის წევრებს ქართული ოცნების ნასვამი აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ტაბულას განუცხადა.

კომენტარები