საქართველოს ეკონომიკა

ტურიზმის სტატისტიკა 2013

ტურიზმის სტატისტიკა 2007 - 2013
Tamara Kurdadze / tabula.ge

საქართველო ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი გზამკვლევების, Rough Guides, სიაში "ტოპ 10 ქვეყანა, რომელსაც 2013 წელს უნდა ეწვიო" მოხვდა (http://www.roughguides.com/best-places/2014/georgia/). გარდა Rough Guide-ისა, 2013 წელს ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიას შეუერთდა, რამაც განახლებული ინტერესი გამოიწვია ქართული ღვინის და საქართველოს, როგორც ტრადიციული ღვინის მწარმოებელი ქვეყნის მიმართ.

გავლენიანმა ონლაინპორტალმა, The Daily Beast, ასევე გამოაქვეყნა სტატია ქართული ღვინის თაობაზე. "დაუჯერებელია, მაგრამ სოჭიდან მხოლოდ რამდენიმე საათის მოშორებით მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის მწარმოებელი რეგიონი", - წერს The Daily Beast-ის ჟურნალისტი.

გარდა დიდი, გავლენიანი გამოცემებისა, საქართველოს სახელი არაერთ სამოგზაურო ბლოგზე დაიწერა, როგორც ქვეყანა, რომლის ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის ათვისებული, არის საკმაოდ იაფი და დიდი ბიოდივერსიის მქონე დანიშნულებისაა, "must-visit", - წერენ მოგზაურები.

საქართველოსთან დაკავშირებით 2013 წელს ინტერნეტსივრცეში არსებული ინფორმაციის მატების, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და სავიზო რეჟიმის სიმარტივის ფონზე, ქვეყანა 2013 წელს ტურისტული ნაკადის კიდევ უფრო დიდი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკის დეპარტამენტი მიერ გამოქვეყნებული მონაცემები წლევანდელ მოლოდინს არ ამართლებს.

2009 წლის შემდეგ საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის პროცენტულმა ზრდამ პირველად იკლო. შედარებით სტატისტიკაში, თებერვლის თვეში ტურისტული დინამიკის შესახებ, 2006-2007 წლებში წლიურმა მატებამ თითქმის 38% შეადგინა. შემდეგ წელს ზრდამ 15%-ით იკლო, სავარაუდოა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, 2009 წელს კი ზრდამ მხოლოდ 17% შეადგინა.

მიუხედავად ამისა, ტურისტული სექტორი 2010 წლისთვის ისევ ზრდის მაღალ ტემპს დაუბრუნდა და ამავე წლის თებერვალში ვიზიტორთა შემოდინებამ 36%-ით იმატა და 2012 წლის ჩათვლით ყოველწლიურად საშუალოდ 48-50%-ით იზრდებოდა, ეს მაჩვენებელი იმის ფონზე, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი კონფლიქტის ზონად ითვლება.

2013 წელს, 2009 წლის შემდეგ ტურისტთა შემოდინების ზრდამ, 4 წელიწადში პირველად, განიცადა კლება და წლიური ზრდის მაჩვენებელმა მხოლოდ 22% შეადგინა. მხოლოდ თებერვლის თვის მონაცემებით კი, 2014 წელს მატებამ მხოლოდ 0.8% შეადგინა, 2013 წლის 57.5%-თან და 2012 წლის 35.1%-თან შედარებით.

კომენტარები