რეფერენდუმი ყირიმში

ყირიმში რეფერენდუმი მიმდინარეობს

bbc.com

ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეფერენდუმი მიმდინარეობს. მოსახლეობამ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი უნდა გადაწყვიტოს. რეფერენდუმი  კიევის დროით  08:00 სააათზე დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი 12 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ლიგა ნეტ-ის ცნობით,  რეფერენდუმი ორ კითხვას ითვალისწინებს: 1. უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტად? 2. უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?
უკრაინის ხელისუფლება ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს  არ აღიარებს. 

კომენტარები