რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

რუსეთის საგარეო უწყება კონფლიქტის მოგვარების საკუთარ გეგმას აქვეყნებს

breakingnews.sy

რუსეთის საგარეო უწყებამ დღეს კონფლიქტის მოგვარების საკუთარი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს. მოსკოვი კიევს რამდენიმე მოთხოვნას უყენებს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მზად არის მოლაპარაკებებზე წავიდეს. ეს გეგმა 21 თებერვალს ვიქტორ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის ლიდერები ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებას, არჩევნების გადადებას და საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებას ითვალისწინებს, რომელშიც ყველა რეგიონმა თანაბარი მონაწილეობა უნდა მიიღოს. ასევე - რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას და ყირიმის რეფერენდუმის შედეგების, ანუ რუსეთს შემადგენლობაში მისი შესვლის აღიარებას.

რუსეთის წინადადება უკრაინის საგარეო უწყებამ უარყო. ოფიციალური კიევის განცხადებით, ეს წინადადებები ულტიმატუმად გამოიყურება და უკრაინის ინტერესებს არ შეესაბამება.

კომენტარები