ზურაბ ჟვანიას საქმე

პრეზიდენტი: საზოგადოებრივი ინტერესი მძიმე კადრების ნახვა არაა

„საზოგადოებრივი ინტერესი არის არა მძიმე კადრების ნახვაში, არამედ გამოძიების დასრულებაში", - ამის შესახებ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს. პრეზიდენტი იმ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც Youtube-ზე გუშინ გავრცელდა და გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟს ასახავს.

"მე შემიძლია, გითხრათ ერთი, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ამ საქმის გამოძიება. მე ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ის მალე დასრულდება. საზოგადოებრივი ინტერესი არის არა მძიმე კადრების ნახვაში, არამედ გამოძიების დასრულებაში", - აცხადებს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania(სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა. ვიდეოს ავტორი ცხედრებზე, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს. ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია. 

კომენტარები