უკრაინა-ევროკავშირი

უკრაინამ და ევროკავშირმა ასოცირების პოლიტიკურ ნაწილს ხელი მოაწერეს

ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს ხელი მოეწერა. დოკუმენტს ბრიუსელში ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურმა, ევროკავშირისა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა და უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა მოაწერეს ხელი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ twitter-ზე შეთანხმების ხელმოწერისთვის მადლობა ევრომაიდანს გადაუხადა.

უკრაინა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას 2013 წლის 29 ნოემბერს ვილნიუსში გეგმავდა. თუმცა, ქვეყნის ხელისუფლებამ, ერთი კვირით ადრე შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა, რაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების და პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა.

კომენტარები