თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის დაკითხვა მის სახლში მიმდინარეობს

პროკურატურის წარმომადგენლები ამ დროისთვის საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის სახლში იმყოფებიან, სადაც დეპუტატის დაკითხვა მიმდინარეობს.

პროკურატურის წარმომადგენლების თქმით, განცხადებას პროკურატურა მოგვიანებით გაავრცელებს.

ნუგზარ წიკლაურთან ასევე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები გიორგი ღვინიაშვილი და ლევან ბეჟაშვილი.

გიორგი ღვინიაშვილის თქმით, საქმეს დიდუბის პროკურატურა იძიებს. თუმცა, როდესაც საქმე ეხება პარლამენტარს, ეს განსაკუთრებული საქმეა და ამიტომ, მისი აზრით, ის მთავარმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

ასევე ღვინიაშვილი ამბობს, რომ შსს-მ საქმე მხოლოდ ცემის ფაქტზე აღძრა, მაშინ როდესაც გატაცების მცდელობაც დაფიქსირდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

კომენტარები