IRI-ის კვლევა

IRI: ეკონომიკის პრობლემად 16% ხელისუფლების არაკომპეტენტურობას მიიჩნევს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის მთავარ პრობლემად, გამოკითხულთა 50% ლარის კურსის ვარდნას მიიჩნევს, 48% მაღალ გადასახადებს, 38% მაღალ კომუნალურ გადასახადებს, ხოლო ხელისუფლების არაკომპეტენტურობას - 16%.

საწვავის სიძვირეს ეკონომიკის პრობლემად 29% ასახელებს. ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას - 26%.

კვალიფიციური მოხელის ნაკლებობას საქართველოს ეკონომიკის პრობლემად 25% მიიჩნევს, გზების მშენებლობის პროექტების შეჩერებას კი -13%.

IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 3 992 სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1.5%-ს შეადგენს.

კომენტარები