უკრაინის კრიზისი

ლავროვი: პუტინი ჯარების გაყვანას არავის შეჰპირებია

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანას არავის შეჰპირებია, რუსული სამხედრო ძალები იქ ლეგიტიმურად იმყოფება და რეგიონს მხოლოდ წვრთნების დასრულების შემდეგ დატოვებენ.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ 31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს სატელეფონო საუბრის დროს ჯარების გაყვანის პირობა მისცა. მისი თქმით, პუტინმა ანგელა მერკელს მხოლოდ „ინფორმაცია მიაწოდა" როსტოვოს ოლქში დისლოცირებული ერთ-ერთი ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების შესახებ მანევრების დასრულების შემდეგ.

სერგეი ლავროვის განცხადებთ, წვრთნების ამოცანების შესრულების შემდეგ სხვა ქვედანაყოფებიც დისლოკაციის ადგილებში დაბრუნდებიან. ამავე დროს, მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე რუსული ქვედანაყოფების გადაადგილებაზე რაიმე სამართლებრივი შეზღუდვა არ არსებობს და ამას დასავლელი პარტნიორებიც აღიარებენ.

ლავროვმა უკრაინისა და დასავლეთის ლიდერებს „როტორიკის დეესკალაციისკენ" მოუწოდა.

კომენტარები