უკრაინის კრიზისი

მერკელი: რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში სანქციები გამკაცრდება

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის შემდგომი ხელყოფის შემთხვევაში მოსკოვის წინააღდეგ ეკონომიკური სანქციები მოქმედდება.

როგორც მერკელმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რუსეთი ევროპაში ტერიტორიული პრეტენზიებს აყენებს და გავლენის სფეროებისთვის იბრძვის. მისი თქმით, ევროპელებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ „ძალამ საერთაშორისო სამართალი არ დაამარცხოს".

„თუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა შემდგომშიც დაირღვევა, იძულებულები ვიქნებით ეკონომიკური სანქციები შემოვიღოთ... ამაში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითში ერთიანები ვართ და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ" - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები