1989 წლის 9 აპრილი

პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებს წმინდა გიორგის ორდენები გადასცა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ოჯახებს, სამშობლოს წინაშე გამოჩენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენები გადასცა. მათ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები