ფანჯიკიძის ვიზიტი გერმანიაში

ფანჯიკიძე: უახლოეს ორ კვირაში შტაინმაიერი თბილისს ეწვევა

"ჩვენ  შესაძლებლობა გვქონდა, ერთი კვირის წინათ ერთმანეთს ბრიუსელში შევხვედროდით, ახლა ვხვდებით აქ, ბერლინში, ხოლო უახლოეს ორ კვირაში ბატონი შტაინმაიერი თბილისს ეწვევა“, - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

როგორც ფანჯიკიძე ამბობს, ივნისის დასაწყისში საქართველოს პრემიერმინისტრი გერმანიის ფედერალური კანცლერის მიწვევით ბერლინს ესტუმრება. „ეს ყველაფერი, საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო ურთიერთობებს და ჩვენს შორის არსებულ ინტენსიურ დიალოგს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს“, - აღნიშნავს მაია ფანჯიკიძე.

კომენტარები