დღეს, უეფას შტაბბინაში ნიონში, ევროპა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე გასული გუნდები დაწყვილდნენ.
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ სევილია ვალენსიას შეხვდება, ხოლო იუვენტუსი ბენფიკას დაუპირისპირდება.
პირველი ნახევარფინალური მატჩები 24 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები - 1 მაისს.
შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის ფინალური მატჩი 14 მაისს, ტურინში გაიმართება.