წინასაარჩევნო გარემო

წულუკიანი პარტიებს აქტივისტების სიების წარდგენას სთხოვს

0 კომენტარი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, პრემიერი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ტრადიციას აგრძელებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მორატორიუმს აცხადებს.

როგორც წულუკიანი ამბობს, პრემიერმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, რომ არჩევნებში უშუალოდ ჩართული პირები, რომელი პარტიის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ (თუკი რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობს, ან თუ საპროცესო ვადების დარღვევის საფრთხე არ არის), დაკითხვაზე არ დაიბარონ. წულუკიანის თქმით, ამ ადამიანებმა მომავალი ორი თვის განმავლობაში სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება უნდა შეძლონ.

იუსტიციის მინისტრი პოლიტიკურ პარტიებს სთხოვს,  რომ უწყებათაშორის კომისიას აქტივისტების, შტაბების წევრებისა და ხელმძღვანელების სიები წარუდგინონ. მინისტრი იხსენებს, რომ პარტიებს ანალოგიური თხოვნით შარშანაც მიმართა. თუმცა, როგორც წულუკიანი დასძენს, ეს სია ვერ მოემსახურება იმას, რომ პირებმა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები არ არიან, სისხლის სამართლებრივ პროცესს თავი აარიდონ.

„უწყებათაშორისი კომისია ამ საკითხის შესახებ რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს“, - აღნიშნავს თეა წულუკიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები