წინასაარჩევნო კამპანია

კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის პრესსპიკერად გიორგი გეგეჭკორი წარადგინა

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის პრესსპიკერი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი იქნება. ამის შესახებ კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეიდან კოალიციის საარჩევნო შტაბი სრულად არის მობილიზებული. 

კოალიციის პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის ინფორმაციით, ქართული ოცნება თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატებს 26 აპრილს დაასახელებს.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში. რაც შეეხება შტაბებს, დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად, ყველა შტაბი ამოქმედებულია. თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატებს კი 26 აპრილს წარმოგიდგენთ”, - განაცხადა გეგეჭკორმა.

კომენტარები