წინასაარჩევნო კამპანია

ბურჯანაძე: ლორთქიფანიძე არასდროს მოიპარავს, რადგან მორწმუნე ადამიანია

ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქმე. მისთვის უპირველესია ქვეყანა, სამშობლო, ის ტრადიციები და ფასეულობები, რაც ჩვენ გვაძლიერებს და რამაც ქვეყანა მოიყვანა აქამდე. ეს არის ადამიანი, რომელიც არასდროს არ მოიპარავს ბიუჯეტის ხარჯებს და არასდროს არაფერს მოიპარავს, რადგან ის არა მარტო 8 შვილის მამაა, არამედ არის მორწმუნე ადამიანი, რომელმაც იცის, რომ სხვისი შვილის ლუკმა მის შვილს არასდროს შეერგება.

განაცხადა საარჩევნო ბლოკის "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა არჩევანში თბილისის მერობის კანდიდატზე დიმიტრი ლორთქიფანიძეზე საუბრისას.

კომენტარები