ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ

ირაკლი ღარიბაშვილი: განათლების სისტემის მხრივ გვაქვს მძიმე მდგომარეობა

საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში შეხვედრები მწერალთა სახლში, განათლების სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

"პრაქტიკულად არც ერთი სფერო არ დაგვხვდა, რომელიც არ იყო დაზიანებული, ყველა სფეროში, ყველაფერში გვაქვს პრობლემები, თითქმის ყველაფერში, თანაც დაზიანებული იყო და არასწორი გზით იყო წაყვანილი. ეს არის ტრაგედია და ეს არის ჩვენი ტკივილი" - შეაფასა პრემიერმა ქართული ოცნების მთავრობის სათავეში მოსვლის პერიოდი. 

მისი აზრით, სააკაშვილის მთავრობის ყველაზე დიდი შეცდომა, რამაც საბოლოო შედეგი 2012 წლის არჩევნებზე გამოიღო, იყო წინა მთავრობის მიდგომა, რომ საქართველომ არსებობა 2004 წელს დაიწყო. 

ღარიბაშვილის თქმით, განათლების სისტემაში მძიმე მდგომარეობაა და მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობდა წინა მთავრობა, ევროპაში განათლების დონით ვართ ბოლო ადგილზე. განათლების სისტემა არის დანგრეული - ამბობს პრემიერი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ოცნების მთავრობა სერიოზულად მუშაობს და 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი თავად იყო ჩართული ამ მხრივ ცვლილებების შეტანაში. აქტიურად არის დაწყებული სისტემის გასაუმჯობესებლად მუშაობა, რადგან სისტემა სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. 

ღარიბაშვილის თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ტექნიკური განათლების მიმართულებითაც. 

კომენტარები