კრიზისი უკრაინაში

პაპმა საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში ძალადობის პრევენციისაკენ მოუწოდა

პაპი ფრანცისკეს სააღდგომო ლოცვა ვატიკანში
AFP

აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებასთან დაკავშირებით სააღდგომო გამოსვლისას რომის პაპმა, ფრანცისკემ, მიმართვა გააკეთა და საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში ძალადობის პრევენციისაკენ მოუწოდა. 

"ღმერთო, გთხოვთ, საფუძველი ჩაეყაროს მშვიდობის მომტანი ქმედებების ინიცირებას უკრაინაში" - ნათქვამია კათოლიკური ეკლესიის ლიდერის მიერ წარმოთქმულ სააღდგომო ლოცვაში. 

პაპმა ფრანცისკემ უკრაინის მოვლენებში ჩართულ მხარეებს მოუწოდა ყველა ძალა ეხმარათ იმისათვის, რომ მოხდეს ძალადობის აღკვეთა და დაიწყოს მოლაპარაკებები დიალოგის ფორმატში, რათა უკრაინის მომავალი უფრო ცხადი გახდეს. პაპმა დაამატა, რომ უკრაინაში სამშვიდობო მოლაპრაკებებში მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაც. 

პაპის სააღდგომო ლოცვას  წმინდა პეტრეს მოედანზე, ვატიკანში, 150 000 ადამიანი ესწრებოდა. 

კომენტარები