კრიზისი უკრაინაში

პუტინი: თუ კიევის რეჟიმმა ქვეყნის შიგნით ჯარი გამოიყენა, ამას შედეგი მოჰყვება

თუ კიევის დღევანდელმა რეჟიმმა ქვეყნის შიგნით ჯარი გამოიყენა, ეს საკუთარი ხალხის წინაშე უდავოდ სერიოზული დანაშაულია, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.  მისი თქმით, თუ კიევის დღევანდენლმა ხელისუფლებამ ეს გააკეთა, იგი რაღაც ხუნტა და ხროვა იქნება.

„ეს სადამსჯელო ოპერაციაა, რომელსაც იმ ადამიანებისთვის შედეგები ექნება, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს და ეს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე აისახება“, - აღნიშნავს პუტინი.

კომენტარები