ვატიკანი

ოთხი პაპის კვირა ვატიკანში

კვირას, 27 აპრილს, ათასობით კათოლიკე შეიკრიბა რომში ორი პაპის, იოანე პავლე მეორისა და იოანე ოცდამესამის წმინდანებად კურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად. 

პილიგრიმები რომში სხვადასხვა ადგილას დაბანაკდნენ და ცერემონიის დაწყებამდე ღამის ლოცვას შეუერთდნენ, რათა მომზადებულიყვნენ ორი პაპის წმინდანად კურთხევის ცერემონიისთვის. 

ცერემონია იტალიის დროით დილის რვა საათზე დაიწყო და მას ყოფილი პაპი, ბენედიქტე მეთექვსმეტეც ესწრებოდა. რომმა 27 აპრილს 800 000-მდე პილგრიმს უმასპინძლა. 

დღევანდელი დღე ისტორიაში პირველია, როდესაც წმინდათა შერაცხვას ყოფილი და მოქმედი პაპები ესწრებოდნენ, გარდა ამისა, ორ პაპის წმინდანად კურთხევა ერთ დღეს მოხდა. ამის გამო 27 აპრილი ოთხი პაპის დღედ გამოცხადდა. 

ვატიკანმა ასევე 98 უცხოურ დელეგაციას უმასპინძა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ ვალესას, ბელგიისა და ესპანეთის მეფეებს და ზიმბაბვეს პრეზიდენტს, რობერტ მუგაბეს.

წმინდანად კურთხევის ცერემონიის უსაფრთხოებას 10 000-მდე სამართალდამცველი იცავდა.

წმინდა პაპი იოანე პავლე II 1999 წლის ნოემბერში თბილისსაც ეწვია და მას მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლეს. 

კომენტარები