თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული თბილისშია

თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული თბილისს ეწვია. თურქეთის პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.

დღეს ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი გაიმართება, ხვალ კი, აბდულა გიული მონაწილეობას მიიღებს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ სამიტში სახელწოდებით - თბილისის სამიტი 2014. აზერბაიჯანის პირველი პირი საქართველოში ხვალ ჩამოვა.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთს ერთმანეთთან სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ". მისი თქმით, ეს ურთიერთობა ძალიან ბევრ სფეროზე ვრცელდება.

"დაწყებული ორმხრივი ვაჭრობით, საინვესტიციო და სატრანსპორტო სფეროში ურთიერთობით დასრულებული. ასევე ენერგეტიკის მიმართულებით არის ბევრი პროექტი - ესაა "შაჰდენიზი 2", ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები