2008 წლის ომი

ბოკერია ალასანიას განცხადებაზე: ამის აღმოჩენას წელიწად-ნახევარი არ სჭირდებოდა

ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ირაკლი ალასანიას განცხადებაზე, რომ 2008 წელს ომი რუსეთის ფედერაციამ დაიწყო, ამბობს, რომ მთავრობას ამის აღმოსაჩენად წელიწად-ნახევარი არ უნდა დასჭირვებოდა.

”არ უნდა დასჭირვებოდა წელიწად-ნახევარი ჩვენს მთავრობას იმისთვის, რომ ეს ყველასთვის ცნობილი ჭეშმარიტება აღმოეჩინა. იმედი მაქვს, რომ ისევე, როგორც ამ საკითხში, სხვა ყველა საკითხშიც ეს დამანგრეველი ტენდენცია შეტრიალდება. ვგულისხმობ, ტენდენციას ძალადობაზე ორიენტაციის, ტენდენციას პოლიტიკური მოტივით გასამართლებების და დევნის, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე და დანაშაულთან ბრძოლაზე იფიქროს მთავრობამ. იმიტომ, რომ ეს არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთა და ბუნებრივია, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ვაიძულებთ ჩვენს მთავრობას, რომ ბოლობოლო ასეთი მიმართულებით შემოატრიალოს თავისი უნიათო პოლიტიკა”, - აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარები