26 მაისი

ყიფიანი: 26 მაისს აღლუმი ალბათ არ იქნება

0 კომენტარი
ლევან ყიფიანი ფოტო: msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, "26 მაისს აღლუმი ალბათ არ იქნება". როგორც ყიფინმა რუსთავი 2-ს უთხრა, 26 მაისი აღინიშნება, თუმცა ის განსაკუთრებული პომპეზურობის გარეშე ჩაივლის.

„იქნება ზედმეტი პომპეზურობის გარეშე, მაგრამ ჩვენი ხალხი აუცილებლად აღნიშნავს ამ დღესასწაულს ისე, როგორც ეკადრება“, - თქვა ყიფიანმა.

26 მაისის საორგანიზაციო კომისია დღეს შეიკრიბება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის გუშინდელი სხდომის შემდეგ განუცხადა. მისი ინფორმაციით, საორგანიზაციო საკითხებზე სამთავრობო კომისია მუშაობს. ფანჯიკიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპკორპუსის წევრების დაპატიჟება ეხება და ამას უზრუნველყოფს. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, თუ რა იგეგმება, მისთვის უცნობია. 

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნინიშნება. გასულ წელს, ახალმა ხელისუფლებამ სამხედრო აღლუმი არ ჩაატარა. სავარაუდოდ, 26 მაისი წელსაც აღლუმის გარეშე ჩაივლის. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები