პუტინი ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნად ოკუპირებულ ყირიმს პირველად ეწვია

BBC

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნად, ოკუპირებულ ყირიმს პირველად ეწვია. მან სამხედრო აღლუმში და საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ვეტერანებისადმი მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმის სამშობლოსთვის, ანუ რუსეთისთვის დაბრუნება მათი დიდი დამსახურებაა.

9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციებს ელოდება. კონტროლი გაძლიერებულია კიევის შესასვლელებშიც და თავად დედაქალაქში. დღეს დილით დივერსიის შედეგად კიევის ტელეცენტრის გადამცემი კაბელები დაიწვა, რის გამოც გარკვეულ დროით ქალაქში ტელეარხების უმრავლესობა გაითიშა.

საფრანგეთის განზრახვაზე რუსეთისთვის მისტრალის ტიპის გემები მიწოდების შესახებ შეშფოთება გამოთქვა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა. მისი თქმით, ვაშინგტონს ამის გამო უკმაყოფილება არაერთხელ გამოუთქვამს. მისტრალის ტიპის პირველი ვერტმფრენმზიდის მიწოდება რუსეთისთვის წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. კონტრაქტის ღირებულება მილაირდ 200 მილიონი დოლარია.

კომენტარები