ფარული ჩანაწერები

ქალდანი: უნდა დადგინდეს, ვინ და რა მიზნით მოიპოვებდა ფარულ ჩანაწერებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის განცხადებით, რუსთავი 2–ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, "უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა დადგინდეს, რა ტექნიკური საშუალებებით, ვის მიერ და რა მიზნით ხორციელდებოდა ჩანაწერების მოპოვება". ქალდანის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარი გარანტიებისა და მექანიზმების უზრუნველსაყოფად. 

"ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მასალის შემდგომი ტირაჟირებისგან იმ პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, ვისი ჩანაწერიც გავრცელდა, მითუმეტეს მაშინ, როცა სატელეფონო საუბრებში გარდა თანამდებობის პირებისა, მონაწილეობენ კერძო პირები" - აცხადებს ქალდანი.

ტელეკომპანია რუსთავი 2–მა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ხელსუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა.

კომენტარები