საფრანგეთი-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ნათქვამი თარჯიმანმა არასწორად თარგმნა.
თარჯიმნის ვერსიით, ოლანდმა თქვა - "მრავალი წელია, განსაკუთრებით ბოლო ორი, საქართველომ ახალი აღმასვლა დაიწყო." აღნიშნული ნათქვამი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმაც გაავრცელა.
სწორი თარგმანით საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა - "ბოლო რამდენიმე წელია, მათ შორის, ბოლო 2 წელია, საქართველომ ახალი კურსი აიღო."
პრემიერის პრესსამსახური უზუსტობას არ ადასტურებს. მათი განცხადებით, თარჯიმანი ფრანგულმა მხარემ მოიწვია.