ასოცირების შესახებ ხელშეკრულება

რომპუი: უდიდესი გარე ზეწოლის მიუხედავად, თქვენთან თანამშრომლობას განვაგრძობთ

„რუსეთთან კარგი მეზობლური ურთიერთობა გვინდა. თუმცა, მოვლენებმა, რომლებიც არა მხოლოდ აქ, არამედ ბოლო დროს ყირიმში განვითარდა, დაგვანახა, რომ პრობლემა არსებობს, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაინგრა და სახეზეა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უპატივცემლობა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

„ვხედავ, რომ თქვენზე უდიდესი ზეწოლა ხორციელდება, რათა ხელშეკრულების ხელმოწერაში ხელი შეგიშალონ. თუმცა, უდიდესი გარე ზეწოლის მიუხედავად, თქვენთან თანამშრომლობას განვაგრძობთ“, - ამბობს რომპუი.

როგორც რომპუი აღნიშნავს, ევროკავშირი თავის პოლიტიკას განაგრძობს, რათა რუსეთის მეზობლებთანაც კარგი და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს. მისი თქმით, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, თუმცა ეს ევროკავშირს ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობაში ხელს არ უშლის. რომპუის შეფასებით, საქართველო ერთ-ერთი მათგანია.

კომენტარები