ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინცი ჩარლზი: პუტინი ახლა იმას აკეთებს რასაც ჰიტლერი აკეთებდა

0 კომენტარი
ფოტო: telegraph.co.uk

ახლა პუტინი იმას აკეთებს რასაც ჰიტლერი აკეთებდა  - ამის შესახებ პრინცმა ჩარლზმა განაცხადა.

სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი ოთხდღიანი ვიზიტით კანადაში იმყოფება. ერთ-ერთი შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან, მუზეუმში, გამართა. მოქალაქე მერიენ ფერგიუსონთან პირად საუბარში კი განაცხადა, რომ პუტინის ახლანდელი ნაბიჯები ძალიან გავს იმას, რასაც თავის დროზე ადოლფ ჰიტლერი აკეთებდა.

”ისევე როგორც უამრავი ადამიანი, მეც ვეთანხმები მას. მე გავოცდი, როცა ეს მითხრა, რადგან სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ასეთ რამეს არ ამბობენ. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან გულშიჩამწვდომი და წრფელი იყო” - განაცხადა ფერგიუსონმა.

მერიენ ფერგიუსონი მუზეუმში მოხალისედ მუშაობს. ის 13 წლის იყო როდესაც მისი ოჯახი ნაცისტებს გამოექცა და კანადაში გადმოსახლდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები