ლუის სუარესი

სუარესისთვის მიყენებული ტრავმის გამო დამეტს მოკვლით ემუქრებიან

უელსელმა ფეხბურთელმა პოლ დამეტმა, ურუგვაის ნაკრების ფანებისგან სასიკვდილო მუქარები ტვიტერის საშუალებით მიიღო.

ამის მიზეზის ის გახდა, რომ ნიუკასლ იუნაიტედისა და ლივერპულის მატჩის დროს, დამეტმა ურუგვაელი სუპერვარსკვლავის, ლუის სუარესის წინააღმდეგ იუხეშა, რამაც ამ უკანასკნელის ტრავმა გამოიწვია.

დამეტმა მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა და მოედანი ნაადრევად დატოვა. რაც შეეხება სუარესს, მან მცირე ოპერაცია უკვე გაიკეთა და ეროვნულ გუნდს ამ ეტაპზე ვერ შეუერთდება, რომელიც ამჟამად შეკრებას გადის.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი, შემდეგ თვემდე მომჯობინდება და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს მოახერხებს.

ურუგვაის ნაკრები მუნდიალზე პირველ მატჩს კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ, 14 ივნისს გამართავს.

რაც შეეხება პოლ დამეტს, ის ეროვნულ ნაკრებში პირველად ახლახანს გამოიძახეს და შესაძლოა მისი დებიუტი შემდეგ კვირას, ჰოლანდიის წინააღმდეგ შედგეს.

კომენტარები