წინასაარჩევნო გარემო

ხარაგაულში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტრო

დაბა ხარაგაულში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სხდომაზე დაგმო ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა და აღნიშნა, რომ კომისია დღეს პროკურატურისგან აღნიშნულ თემაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.

უწყებათაშორისმა კომისიამ ხარაგაულში მიიწვია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა კანდიდატი, რომლებმაც კომისიის სახელზე არაერთი საჩივარი შეიტანეს. საუბარი ეხება ახალი მემარჯვენეების კანდიდატის როინ ხიჯაკაძის განცხადებებს, რომლებიც ეხებოდა სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, ასევე, ქართული ოცნების წარმომადგენლის მიერ ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლას.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კომისიისთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე გაეცნოს ამ პრობლემას და მიიღოს შესაბამისი ზომები. მისივე თქმით, დღეს სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებს, კომისიის წევრებს და პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალება ექნებათ, დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხის გარდა, წამოჭრან ყველა ის საკითხი, რომლებიც მათ მიაჩნიათ მიზანშეწონილად.

კომენტარები