საქართველოს ეკონომიკა

აპრილის თვეში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით გაიზარდა

2014 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები თვეების მიხედვით
საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ ყოველთვიური ეკონომიკური სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

საქსტატის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა აპრილის თვეში მხოლოდ 2.7%-ით გაიზარდა, როდესაც ეს მაჩვენებელი მარტში 8.3%, თებერვალში 5.6%, იანვარში კი 8.2%-ს უტოლდებოდა. 

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2014 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში სტაბილურია. იმპორტი იანვარ-აპრილის პერიოდში საშუალოდ 630 მილიონ ამერიკულ დოლარს, ექსპორტი კი საშუალოდ 240 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. 

წინა წელთან შედარებით ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რიცხვმა 13.5%-ით იკლო.

აპრილის თვეში, წინასწარი  მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია. 

კომენტარები