პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: კეზერაშვილს რთულად აქვს საქმე, სხვა რაღაც მაქინაციებში გაეხვა

პრემიერი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

დღეს, 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ ღარიბაშვილს ჰკითხეს, ხომ არ ხედავს ის ქვეყნის პროკურატურის დანაშაულს, ევროპული ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიერ ძებნილი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების არგადმოცემასთან დაკავშირებით.

”არ ვფიქრობ მასე, რომ პროკურატურის ბრალეულობაა მანდ მთლიანად. თუმცა იგივე ახალაიაზე მე მოვისმინე რაღაც, გრძელდება პროცესი... ეს არ დასრულებულა, ანუ ექსტრადაციის პროცესი კი არ შეჩერდა, უბრალოდ აღკვეთის [ღონისძიება] შეუცვალეს. საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ. უარი კი არ თქვა საბერძნეთმა [გადმოცემაზე]...

კეზერაშვილი გასაგებია, მოხდა რაღაც, გასაგებია. კეზერაშვილს რთულად აქვს საქმე, ხომ ხედავთ სხვა რაღაც მაქინაციებში გაეხვა გუშინაც, მისი ფულის გათეთრებაზე იყო საუბარი და ღონიაშვილი მაგიტომ დააკავეს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ამ ეტაპზე, არ შეიძლება, არასწორია, ევროპული სასამართლოების მიღებულ გადაწყვეტილებებზე რაიმე კომენტარი გავაკეთო”, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები