გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დევნილებზე რეზოლუციის პროექტს კენჭს უყრიან

0 კომენტარი

დევნილების დაბრუნების შესახებ საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დღეს კენჭს უყრიან. რეზოლუციის პროექტი, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა -  "აფხაზეთიდან/საქართველო, ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი/საქართველო, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ", გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უკვე მეშვიდედ გადის.

რეზოლუციის პროექტში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობა, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირთა საკუთრების უფლების დაცვისა და მათი დაბრუნების მნიშვნელობაა ხაზგასმული.

პროექტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები დაგმობილია. ამასთან, რეზოლუციის პროექტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურ მდივანს დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გენერალური ასამბლეისთვის ყოველწლიურად მოხსენების წარდგენა დაევალება. ამ საკითხის შესახებ გენერალური მდივანი მორიგ მოხსენების წარდგენას სექტემბერში აპირებს.

გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი შინაარის რეზოლუცია პირველად (მხოლოდ აფხაზეთის შესახებ) 2008 წელს მიიღო და მას შემდეგ, გაერო-ს გენერალური ასამბლეა  ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას ყოველწლიურად ადასტურებს. 

რეზოლუციას მხარი თავდაპირველად მხოლოდ 14-მა ქვეყანამ დაუჭირა, 2013 წლის მონაცემებით, მისი მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა 63-მდე გაიზარდა.

საქართველოდან GRASS-მა და 30-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ რეზოლუციის პროექტზე მხარდაჭერის თხოვნით, ნიუ იორკში, გაერო-ს წევრი ქვეყნების მისიებს მიმართვა გაუგზავნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები