საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

რუსეთმა შესაძლოა სააკაშვილზე, მერაბიშვილსა და კეზერაშვილზე ძებნა გამოაცხადოს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განცხადებით, მოსკოვი არ გამორიცხავს საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე. მისი თქმით, "გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები, მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას". როგორც იტარ-ტასს ვლადიმირ მარკინმა უთხრა, სწორედ ქართულმა მხარემ მოახდინა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დანაშაულში პასუხისმგებელი პირები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს ამ პირების ბრალდებულად გამოცხადებისა და მათზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს", - აღნიშნა მარკინმა.

კომენტარები