ჯოს ვინენი: დემოკრატიულ არჩევნებში ოპონენტი რომ გყავს, ეს ლოგიკურია

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. დელეგაცია ჯონ ვინენის ხელმძღვანელობით, 22 წევრისგან შედგება. არჩევნებამდე ისინი ხელისუფლების, ოპოზიციის და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

დელეგაცია დღეს უკვე შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს საქართველოში, არსამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს. 

დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯოს ვინენმა პოლიტიკური გარემოც შეაფასა. 

"ვესაუბრეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, კონგრესში საქართველოს დელეგაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა კანდიდატებს. დანარჩენ კანდიდატებს ხვალაც შევხვდებით. მივიღეთ საჩივრები მხარეების დამოკიდებულების თაობაზე ერთმანეთის მიმართ. დემოკრატიულ არჩევნებში ოპონენტი რომ გყავს, ეს ლოგიკურია. მაგრამ აქ ისინი ჩანან, როგორც მტრები ერთმანეთის მიმართ და ეს კარგი არ არის. იმიტომ, რომ ეს ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც ხელისუფლება და ოპოზიცია ძლიერად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს არ ეხმარება საარჩევნო ატმოსფეროს", - თქვა ვინენმა.

დელეგაცია 16 ივნისს პრესკონფერენციას გამართავს, სადაც წინასწარ დასკვნებს წარმოადგენს. 

კომენტარები