15:00 საათისთვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ დარღვევის 28 ფაქტი დააფიქსირეს:
საარჩევნო უბნებზე აგიტაცია - 4 ფაქტი
არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა - 6 შემთხვევა
ამომრჩეველთა სიებში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერები - 3 შემთხვევა
მარკირების შემოწმების/გაკეთების გარეშე ხმის მიცემა - 10 შემთხვევა
დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა - 5 შემთხვევა
არასამთავრობოს ცნობით, დამკვირვებლებს შეეზღუდათ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება.
15:00 საათისთვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 2 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 29 საჩივარი.