სამუშაო ადგილები

გაბაშვილი: სამუშაო ადგილებზე ივანიშვილმა ცინიკური განცხადება გააკეთა

geonews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, "ძალიან საინტერესო და ამავდროულად ცინიკური განცხადება გააკეთა". მისი თქმით, "ივანიშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ის და საქართველოს მთავრობა არ აპირებს სამუშაო ადგილებზე ზრუნვას".

"მან თქვა, რომ მთავრობის საქმე არ არის სამუშაო ადგილების შექმნა და სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნვა. ეს არის რასაც ჩვენ ვეუბნებით ქართველ ამომრჩეველს და რასაც ვეუბნებით ქართველ ხალხს. ის არ ეთანხმება ხალხს იმაში, რომ ამ მთავრობის მთავარი პრობლემა არის სამუშაო ადგილები" - თქვა გაბაშვილმა.

დღეს, ხმის მიცემის შემდეგ, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სოციოლოგებს შეხვდა "მეგობრულად და არაფორმალურად". მისი თქმით, სოციოლოგებმა უთხრეს, რომ დღევანდელი მთავრობის ძირითად პრობლემად უმუშევრობა გამოიკვეთა.

"ამას ყველაზე დიდ შეცდომად უთვლიან ხელისუფლებას, რასაც არ ვეთანხმები. ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები კი უნდა შექმნას ბიზნესმა, რისთვისაც ხელისუფლებამ უნდა შექმნას სათანადო პირობები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და კონკურენტული გარემო შევქმნათ, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი გარემო, რომ გააკეთოს არჩევნები", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები