კრიმინალი

ბათუმში ენმ-ს აქტივისტს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს

ლევან ტეტემაძე
facebook.com/batumiunm

ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ლევან ტეტემაძეს თავს დაესხნენ. როგორც ენმ-ს წარმომადგენლები აცხადებენ ტეტემაძეს დაურეკეს, სახლიდან გაიყვანეს და ბლაგვი საგანი თავში ჩაარტყეს. ტეტმაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

თვითმხილველთა თქმით ნაციონალური მოძრაობის წევრს თავს სამი პიროვნება დაესხა. ნაციონალური მოძრაობის ბათუმის facebook-is ოფიციალური გვერდმა ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც თან ახლავს კომენტარი: "დღეს საკუთარ სახლთან ტიტუშკები თავს დაესხნენ ჩვენს აქტივისტს ლადო ტეტემაძეს.კრიმინლი არ იკლებს! ამას გაგებით არ მოვეკიდებით"!

კომენტარები