დაძაბულობა უკრაინაში

პუტინი: საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს და დიალოგი გაიმართოს

0 კომენტარი
ვლადიმერ პუტინი ფოტო: Ria Novosti / REUTERS

უკრაინის მხრიდან საომარი მოქმედებები არ წყდება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

”არ ვამბობ ეს ვინ გააკეთა, უკრაინის რეგულარულმა არმიამ, თუ ე.წ. მემარჯვენე ძალების შეიარაღებულმა ფორმირებებმა, მაგრამ ასეთი რამ ხდება"– აღნიშნა პუტინმა. 

რუსეთის პირველი პირის განცხადებით აუცილებელია საომარი მოქმედებები შეწყდეს და დიალოგი გაიმართოს, რადგან ესაა ერთადერთი სწორი გამოსავალი.

"ის, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაზავების შესახებ განაცხადა, ეს, რა თქმა უნდა, ვითარების საბოლოო დარეგულირების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამის გარეშე რაიმეზე მოლაპარაკება შეუძლებელია და რუსეთი მხარს დაუჭერს ამას, მაგრამ, საბოლოო ჯამში ყველაზე მთავარი ხომ პოლიტიკური პროცესია" – განაცხადა პუტინმა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების მშვიდობიანი გზით დარეგულირების გეგმა მიიღო.

გეგმა ითვალისწინებს იმ პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, ვინც იარაღი საკუთარი ნებით ჩააბარა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია. ასევე გეგმა ითვალისწინებს მძევლების გათავისუფლებას. პრეზიდენტის მიერ მიღებული დოკუმენტის მიხედვით, შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ რუსმა და უკრაინელმა დაქირავებულებმა გარანტირებული კორიდორით ქვეყნის ტერიტორია დატოვონ. გეგმის პირველი ეტაპი ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ძალის გამოყენების შეწყვეტას ითვალისწინებს და ეს ოპერაცია მხოლოდ შეირაღებული კონფლიქტის შემთხვევაში განახლდება. გეგმის მეორე ეტაპი კი მოლაპარაკებების დაწყება იქნება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები