ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

აზერბაიჯანმა ევროსაბჭოს სომხეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება სთხოვა

0 კომენტარი
ფოტო: ka.wikipedia.org

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. ილჰამ ალიევმა აქცენტი ტერიტორიულ მთლიანობასა და სომხეთის მხრიდან ტერიტორიულ კონფლიქტთან დაკავშირებული რეზოლუციების არშესრულებაზე გააკეთა. აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითხოვს. 

"რეფორმების გატარება ჩვენთვის პრიორიტეტია, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ვალდებულებაა და საერთაშორისო ქება დავიმსახუროთ, არამედ ეს აუცილებელია აზერბაიჯანის მოდერნიზაციისთვის. ძლიერი ინსტიტუტების გარეშე ეკონომიკური პროგრესი სტაბილური არ იქნება. ჩვენთვის პრიორიტეტულია რეზოლუციების შესრულება, თუმცა არცერთი დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტს ეხება, არ სრულდება. ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და ეს პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება, რომელშიც ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.

დღესვე აირჩევენ ასამბლეის ახალ პრეზიდენტს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები