უკრაინის კრიზისი

ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, სეპარატისტებმა ვერტმფრენი ჩამოაგდეს

theguardian.com

პრორუსმა ტერორისტებმა ქალაქ სლავიანსკთან მი-8 ტიპის უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის წარმომადგენლის ცნობით, ვერტმფრენი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გასროლით ჩამოაგდეს.

ვერტმფრენის ბორტზე 9 სამხედრო იმყოფებოდა. წინასწარი ცნობებით, ყველა მათგანი დაიღუპა.

ვერტმფრენის ჩამოგდებით ფაქტობრივად დაირღვა 27 ივნისამდე ცეცხლის შეწყვეტის პირობა, რომელიც გუშინ დონეცკში, სამმხრივი კონსულტაციების დროს შეიარაღებული სეპარატისტების ლიდერებმა დადეს. სამთავრობო ძალებმა ცეცხლი ცალმხრივად 20 ივნისს შეწყვიტეს.

კომენტარები