დაპირისპირება სასამართლოსთან

სერგეენკო: რუხაიასთვის სამედიცინო სერვისების მიწოდებაში დაბრკოლება არ ყოფილა

 რუხაიასთვის სამედიცინო სერვისების მიწოდებაში დაბრკოლება არ ყოფილა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით ის დაინტერესდა ლაშა რუხაიას მდგომარეობით და კლინიკის ხელმძღვანელს დაურეკა, როგორც მას კლინიკის ხელმძღვანელმა უთხრა რუხაიას მდგომარეობა მძიმე არ არის.

”როგორც მე კლინიკის ხელმძღვანელმა მითხრა, სამედიცინო სერვისების მიწოდებაში დაბრკოლება არ ყოფილა. მე როგორც ვიცი, გავრცელდა ინფორმაცია რომ იქ რაღაც შეფერხება იყო. ასეთ შემთხვევებს არეგულირებს ამა თუ იმ ადამიანის კერძო სადაზღვეო პაკეტი. ამ ადამიანს კი კერძო დაზღვევა ჰქონდა. მიუხედავად იმისა აფინანსებს თუ არა ამას პაკეტი, გადაუდებელი დახმარება აუცილებლად აღმოსაჩენია და მე როგორც ვიცი მას დახმარება აღმოუჩინეს” - განაცხადა სერგეენკომ.

თავისუფალი ზონის აქტივისტი ლაშა რუხაია სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ღუდუშაურის კლინიკაში დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

ლაშა რუხაია კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გონება დაკარგა. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსის განცხადებით, რუხაიას კლინიკაში მიყვანისას ხილული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

რუხაიას ოჯახის წევრების განცხადებით, მისი მკურნალობა მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ დაიწყეს. კლინიკაში იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, რომელმაც რუხაია მოინახულა. მისი თქმით, არჩევნებამდე 8 დღით ადრე ხელისუფლება ძალადობაზე გადადის, რითაც ზიანს ქვეყნის ინტერესებს აყენებს.

კომენტარები