ივანიშვილი-ღარიბაშვილი

სააკაშვილი: პროკურატურაში იყო ფულის გათეთრების საქმე ივანიშვილზე, ღარიბაშვილზე

mikheil saakashvili official/facebook.com

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2012 წელს პროკურატურაში იყო რამდენიმე ათეული მილიონის გათეთრების საქმე ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილზე. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"საიდუმლოს გაგიმხელთ, 2012 წელს პროკურატურაში იყო რამდენიმე ათეული მილიონის ფულის გათეთრებაზე საქმე ივანიშვილზე, ღარიბაშვილზე. ღარიბაშვილზე იყო საქმე საკრედიტო ბარათებზე. საკრედიტო ბარათებით გამოჰქონდათ ფული ყველა კანონდარღვევით .100%-იანი დასაჭერი საქმე იყო ორივეზე. განსაკუთრებით ღარიბაშვილზე, რადგან ის პირდაპირ მონაწილეობდა ამ ყველაფერში. იყო უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები. მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა და მე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თითი არ დაგვეკარებინა არც ერთისთვის და არ დაგვეწყო საჯაროდ თუ სამართლებრივად ამ საქმის გაგრძელება.

მაშინ ბიძინა ივანიშვილი დააჯარიმეს 80 მილიონით, მაგრამ ის მხოლოდ ფულით დააჯარიმეს და არავინ ციხეში არ წასულა და არც საქმე არ აღძრულა არავის წინააღმდეგ. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ მეთოდით არ გვებრძოლა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან, თუმცა ამ პოლიტიკურ ოპონენტებს ჰქონდათ წარმოუდგენელი რაოდენობის ფული", - თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები