თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიხურა.

დღეს მერებსა და გამგებლებს იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ირჩევდნენ, სადაც კანდიდატებმა 15 ივნისის არჩევნებში 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

მერის არჩევნები გაიმართა თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში. გამგებლების არჩევნები კი ჩატარდა ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში.

კომენტარები