თვითმფრინავის ჩამოგდება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოინგ 777-ის ჩამოვარდნის გამო მწუხარებას გამოთქვამს

უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777-ის  ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისი) ჩამოვარდნის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„უმნიშვნელოვანესია უტყუარად დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები. ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მომხდარი ნათლად წარმოაჩენს საერთაშორისო სამართლისა და ქვეყნის კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ შეიარაღებული დაპირისპირების თანამდევ სავალალო შედეგებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად უსამძიმრებს ჰოლანდიის, მალაიზიისა და ყველა იმ სახელმწიფოს მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეები თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს თანადგომას უცხადებს.

კომენტარები